19 მაისი 2024,   19:59
ვრცლად
სისულელე და ტყუილი - როგორ აფასებენ უმაღლესი რანგის დიპლომატები რუსეთის მორიგ ბრალდებას უკრაინის მიმართ

რუსეთის მორიგი ბრალდება - კრემლის განცხადება, თითქოს ვაშინგტონი უკრაინაში სამხედრო ბიოტექნოლოგიურ პროგრამას ახორციელებს, გაეროს უშიშროების საბჭოს განხილვის თემა გახდა. შეხვედრაზე, რომელიც მოსკოვის ინიციატივით შედგა, რუსეთის ელჩმა საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა.

ბრალდება უარყო გაეროში უკრაინის ელჩმა. დიპლომატმა რუსი კოლეგის განცხადებას მორიგი დეზინფორმაცია უწოდა.

სისულელე და ტყუილი - ასე შეაფასეს დიდი ბრიტანეთის და შეერთებული შტატების ელჩებმა მოსკოვის ბრალდებები. დიპლომატების განცხადებით, მსგავსი პოლიტიკით კრემლი უკრაინაში ომის სასტიკი დანაშაულებების გადაფარვას ცდილობს.

რეზოლუციის პროექტი, რომელიც რუსეთმა წარადგინა, უშიშროების საბჭოს უფლებას აძლევს შექმნას კომისია, რომელიც 15 წევრისაგან შედგება. კომისია რუსეთის პრეტენზიებს გამოიძიებს და საბჭოს შედეგებს 30 ნოემბრამდე მოახსენებს.

დღის ამბები