19 მაისი 2024,   18:43
ვრცლად
ამ შეთანხმების შეჩერებით, რუსეთი მის მიერ დაწყებულ ომში საკვებს კვლავ იარაღად აქცევს - ბლინკენი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლას გამოეხმაურა

ენტონი ბლინკენი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლას გამოეხმაურა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რუსეთის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმას სამწუხარო უწოდა და ყველა მხარეს მოუწოდა, შეინარჩუნონ ეს აუცილებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინიციატივა.

"ამ შეთანხმების შეჩერებით, რუსეთი მის მიერ დაწყებულ ომში საკვებს კვლავ იარაღად აქცევს, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებსა და სურსათის გლობალურ ფასებზე. ამწვავებს ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისებს და სასურსათო დაუცველობას," - აღნიშნულია ბლინკენის ოფიციალურ განცხადებაში.

დღის ამბები