19 მაისი 2024,   17:43
ვრცლად
მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს, მოსთხოვონ რუსეთს შეწყვიტოს შიმშილის თამაშები და შეასრულოს ვალდებულებები - კულება

მარცვლეულის ექსპორტის შეჩერების საკითხს "ტვიტერზე" უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. დმიტრო კულება საერთაშორისო საზოგადოებას ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდებს.

"ჩვენ გაფრთხილებდით რუსეთის გეგმაზე შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განადგურების შესახებ. ახლა მოსკოვი ცრუ საბაბს იყენებს, რათა ჩაკეტოს მარცვლეულის დერეფანი, რომელიც მილიონობით ადამიანის სასურსათო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს, მოსთხოვონ რუსეთს შეწყვიტოს შიმშილის თამაშები და შეასრულოს ვალდებულებები," - აცხადებს კულება.

როგორც დმიტრო კულება წერს, მარცვლეულის დერეფნიდან 220 კილომეტრის მოშორებით აფეთქებების ყალბი საბაბით მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობის შეწყვეტით, რუსეთი ზღვაში ბლოკავს 2 მილიონ ტონა მარცვლეულს 176 გემზე - რაც საკმარისია 7 მილიონზე მეტი ადამიანის გამოსაკვებად. რუსეთს ეს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.

"რუსეთმა შიმშილის თამაშების განახლების გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღო და ახლა ცდილობს მის გამართლებას" - წერს დმიტრო კულება.

დღის ამბები