19 მაისი 2024,   18:56
ვრცლად
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის "მარცვლეულის ინიციატივას" - გაერო

რუსული "შიმშილის თამაშების" საკითხს გაეროში გამოხმაურება მოყვა.

"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის "მარცვლეულის ინიციატივას"," - აცხადებს გაეროს გენმდივნის სპიკერი.

მისი თქმით, აღნიშნული შეთანხმება კრიტიკულ ჰუმანიტარულ ძალისხმევას წარმოადგენს, რომელიც აშკარად დადებით გავლენას ახდენს მილიონობით ადამიანისთვის საკვებზე ხელმისაწვდომობის კუთხით.

როგორც გენმდივნის სპიკერი აღნიშნავს, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია რუსეთის ხელისუფლებასთან კონტაქტზეა. მოლაპარაკების მიზანი გაერო-ს შუამავლობით გაფორმებული შეთანხმების შენარჩუნებაა.

დღის ამბები