19 მაისი 2024,   18:26
ვრცლად
ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, მარცვლეულის შეთანხმებას დაუბრუნდეს - ჟოზეფ ბორელი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი Twitter-ზე წერს, რომ "ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, მარცვლეულის შეთანხმებას დაუბრუნდეს."

"რუსეთის გადაწყვეტილება შეაჩეროს მონაწილეობა შავი ზღვის შეთანხმებაში, საფრთხეს უქმნის მარცვლეულისა და სასუქების მთავარ საექსპორტო გზას ომით გამოწვეული გლობალური სასურსათო კრიზისის მოსაგვარებლად," - წერს ჟოზეფ ბორელი Twitter-ის გვერდზე.

დღის ამბები