19 მაისი 2024,   20:20
ვრცლად
ევროპარლამენტმა, კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით, ორი პარლამენტარისთვის იმუნიტეტის მოხსნის საგანგებო პროცედურა დაიწყო - რობერტა მეცოლა

ვროპარლამენტმა ბელგიის სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე, კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით ორი ევროპარლამენტარისთვის იმუნიტეტის მოხსნის საგანგებო პროცედურა დაიწყო - ამის შესახებ განცხადებას ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ავრცელებს.

როგორც მეცოლა ტვიტერის გვერდზე წერს, დაუსჯელობა არ იქნება. უცხოური მედიის ინფორმაციით იმუნიტეტის მოხსნის საგანგებო პროცედურა ანდრეა კოცოლინოსა და მარკ ტარაბელასთვის დაიწყო.ორივე „სოციალ-დემოკრატიული პარტიის" წევრია. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მანამდე იმუნიტეტი ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტ ევა კაილის შეუჩერა, რომელიც კორუფციის საქმის ფიგურანტია.

დღის ამბები