19 მაისი 2024,   18:55
ვრცლად
აშშ-ში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი

ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად იუტას შტატის აეროპორტში. არსებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფა თვითმფრინავის აფრენისთანავე მოხდა. ბორტზე სულ 4 მგზავრი იმყოფებოდა. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

მომხდარის გამო დროებით დაიხურა აეროპორტი, გაუქმდა რამდენიმე ფრენა. უცნობია დამატებითი დეტალები. ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულმა საბჭომ გამოძიება დაიწყო. 

დღის ამბები