19 მაისი 2024,   16:37
ვრცლად
ნიუ-იორკში ავტომობილი რესტორანს შეეჯახა და 22 ადამიანი დაშავდა

ნიუ-იორკში ავტომობილი რესტორანს შეეეჯახა და 22 ადამიანი დაშავდა. სამმა მოქალაქემ სამედიცინო დახმარებაზე უარი თქვა, ცხრამეტი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ არ აღენიშნებათ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები.

წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

ეჭვმიტანილმა შემთხვევის ადგილი დატოვა. ოფიციალური პირების ინფორმაციით, გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.

დღის ამბები