19 მაისი 2024,   18:01
ვრცლად
"ჩვენს ერთსულოვნებას არაფერი დაპირისპირებია იმაზე მეტად, როგორც რუსეთის ომი და აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ ასევე არაფერს დავუკავშირებივართ ასე" - ანალენა ბერბოკი

უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს გერმანიის და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა. მხარეებმა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდების საკითხი განიხილეს.

როგორც ანალენა ბერბოკი ამბობს, პუტინს სჯერა, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის მხარდაჭერა შემცირდება, ომს მოიგებს.

"ჩვენ განვიხილეთ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა მძიმე არტილერიით, რადგან პუტინს სჯერა, რომ უფრო მეტი ამოსუნთქვის საშუალება აქვს და თუკი რაიმე მომენტში უკრაინა იარაღისა და საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე დარჩება, ის ომს მოიგებს. ეს როგორი ცუდიც არ უნდა იყოს, სანამ პუტინს ეს სჯერა, იგი არ შეჩერდება.

ჩვენს ერთსულოვნებას არაფერი დაპირისპირებია იმაზე მეტად, როგორც რუსეთის ომი და აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. მაგრამ ასევე არაფერს დავუკავშირებივართ ასე. ჩვენ პირველი დღიდან გაერთიანებულნი ვიყავით, მაგრამ ამ ომის დაგმობა საკმარისი არ არის, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ," - აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი.

ამასთან, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი ჯეიმს კლევერლის თქმით, კი რუსეთის აგრესიის დაგმობა საკმარისი არ არის და მოქმედებაა საჭირო.

"ჩვენ ერთგულები ვართ რომ რუსეთს დაეკისროს პასუხისმგებლობა მის მიერ ჩადენილ სისასტიკეებზე, მათ შორის კონფლიქტთან დაკავშირებულ სექსუალურ ძალადობაზე. ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს უკრაინასთან იმ საკითხთან დაკავშირებით თუ რა სჭირდებათ მათ თავდაცვისთვის შედეგ ფაზაში. ჩვენ ასევე ვიმუშავებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან რათა დავრწმუნდეთ რომ ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ," - აცხადებს ჯეიმს კლევერლი.

დღის ამბები