19 მაისი 2024,   16:47
ვრცლად
უკრაინაში რუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქის დასახლებებზე 94 იერიში განახორციელეს

უკრაინაში ომის 321-ე დღეა მძიმე ბრძოლები კვლავ გრძელდება. რუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქის დასახლებებზე 94 იერიში განახორციელეს.

სარაკეტო დარტყმა განხორციელდა გვიან ღამით დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკზეც. ჭურვი მანქანას დაეცა და ორი ადამიანი გარდაიცვალა.

რუსულმა ძალებმა ხერსონში საცხოვრებელი კვარტალიც დაბომბეს, ამ დროისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. დაიბომბა მიკოლაევის ოლქის ქალაქი ოჩაკოვიც, დაშავდა 15 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი.

რუსულმა ძალებმა ქალაქ სოლედარის დასაკავებლად მცდელობები განაახლეს. სოლედარი დიდი ხანია რუსეთის სამიზნეა და მის დაკავებას ცდილობს. ბოლო თავდასხმის მიუხედავად ადგილზე კონტროლი უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელშია.

დღის ამბები