19 მაისი 2024,   20:03
ვრცლად
მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობისთვის, რომ მესაუბრა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე - ბენ ჰოჯესი

რუსეთ-უკრაინის ომი და ომის გავლენა რეგიონზე - სწორედ ეს არის მთავარი თემა შეხვედრაზე, რომელსაც თბილისში გენერალი ბენ ჰოჯესი ესწრება. შეხვედრას ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი და ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრი მართავს.

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, ბენ ჰოჯესი, რომელიც დღეს ორგანიზაცია "ჰუმან რაითს ფირსთის" უფროსი მრჩეველია აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთს დაამარცხებს.

"მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობისთვის, რომ მესაუბრა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და იმაზე, თუ რატომ ვარ დარწმუნებული, რომ უკრაინა დაამარცხებს რუსეთს, გაათავისუფლებს ყირიმს და გაიმარჯვებს. განვიხილეთ შავი ზღვის რეგიონიც, აშშ-ი კარგად ესმით მისი სტრატეგიულობა,ღირებულება და მნიშვნელობა. ვისაუბრეთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის არსებობის მნიშვნელობაზეც, რათა ყველა ანგარიშვალდებული იყოს საკუტარ ინსტიტუციებზწე, იყოს საზოგადოებრივინდობა მათ მიმართ. რუსული საფრთხე ახლა ნაკლებად სამხედროა და მეტად ეხება საზოგადოების ხელში ჩაგდებას. საკუთარი თავის დასაცავად საქართველოს სჭირდება ძლიერი, ლიბერალ-დემოკრატიული საზოგადოება,"- აცხადებს ჰოჯესი.

დღის ამბები