19 მაისი 2024,   18:56
ვრცლად
პარტნიორობა ნატოსა და ევროკავშირს შორის იმაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან რუსეთის აგრესიამ ფუნდამენტურად შეცვალა ჩვენი უსაფრთხოება- სტოლტენბერგი

ომი უკრაინაში და გამოწვევები ევროკავშირში - ეს იქნება ევროკავშირის კომისრების კოლეგიის შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხები.

იენს სტოლტენბერგმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა შეხვედრის წინ ნატო-ევროკავშირის სამუშაო ჯგუფის შექმნაზე ისაუბრეს, რომლებიც მედეგობის გაძლიერებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით იმუშავებენ.

ნატოს გენერალური მდივანისა და ევროპული კომისიის პრეზიდენტის განცხადებით, მედეგობა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა მათი ერთობლივი ძალისხმევის საკვანძო ნაწილია, რათა მზარდი გეოპოლიტიკური კონკურენციის პირობებში მზად იყვნენ გამოწვევებისთვის. მათ უკრაინის დახმარების მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება.

"პარტნიორობა ნატოსა და ევროკავშირს შორის იმაზე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ოდესმე, რადგან რუსეთის ბრუტალურმა შეჭრამ უკრაინაში ფუნდამენტურად შეცვალა ჩვენი უსაფრთხოება. ბოლო დღეებში ჩვენ ვიხილეთ სასტიკი ბრძოლა ბახმუტსა და სოლედარსა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში.

ეს გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ამასთანავე მივესალმები შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და გერმანიის ბოლოს გაკეთებულ განცხადებებს, რომ ისინი მალე მიაწვდიან ქვეითა საბრძოლო მანქანას და მსუბუქ ტანკებს და ნატოს მოკავშირეთა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უპრეცედენტო დახმარებას.

ჩვენ ვიხილეთ პრეზიდენტ პუტინის მიერ ენერგეტიკის იარაღად გამოყენება და საბოტაჟი ჩრდილოეთ ნაკადის მილებზე. ჩვენ შევთანხმდით ნატო-ევროკავშირის სამუშაო ჯგუფის შექმნაზე მედეგობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით,"-აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, უკვე არსებობს ევროპის თავდაცვის ფონდი, რომელიც ხელს უწყობს უახლესი სამხედრო ტექნოლოგიების განვითარებას.

"ჩვენ ახლა ერთად გადავიყვანთ ჩვენს პარტნიორობას შემდეგ ეტაპზე. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მოწინააღმდეგეები და ჩვენი კონკურენტები იყენებენ ყველა შესაძლო ინსტრუმენტს ჩვენი გამოწვევისთვის რომ საფუძველი გამოაცალონ ჩვენს უსაფრთხოებას. მათ ეშინიათ ჩვენი ღიაობის, ჩვენი გამჭვირვალობის, ჩვენი დემოკრატიის. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთად ვიდგეთ და გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ევროპაში ძლიერი ინდუსტრიული სამხედრო ბაზის შენარჩუნება. ჩვენ უკვე გვაქვს ევროპის თავდაცვის ფონდი, რომელიც ხელს უწყობს უახლესი სამხედრო ტექნოლოგიების განვითარებას,"- ამბობს ურსულა ფონ დერ ლეიენი.

დღის ამბები