19 მაისი 2024,   17:11
ვრცლად
ბახმუტისა და სოლედარისთვის ბრძოლა გრძელდება - მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია

ბახმუტისა და სოლედარისთვის ბრძოლა გრძელდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტებმა ბახმუტის ტერიტორია, დაახლოებით, 250-ჯერ დაბომბეს. უკიდურესად დაძაბულია ვითარება სოლედარშიც. უკრაინული ძალების ინფორმაციით, ადგილზე ქუჩის ბრძოლები უწყვეტად მიმდინარეობს. მოსახლეობის ევაკუაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება.

საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული დნეპროპეტროვსკის ოლქში - ქალაქ მარჰანეცის დაბომბვის შედეგად დაშავდა 1 ადამიანი; დაზიანებულია 9 საცხოვრებელი კორპუსი, კერძო ავტომობილები და ელექტროსისტემა.

რუსულმა ჯარებმა სამშობიარო სახლი დაბომბეს ქალაქ ხერსონში. არიან დაშავებულები.

ოკუპანტები ავიაიერიში მიიტანეს ქალაქ ზაპოტოჟიეზე. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და კერძო საცხოვრებელი სახლები.

დღის ამბები