19 მაისი 2024,   18:57
ვრცლად
რუსეთი სოლედარის აღების შესახებ ცრუ განცხადებებს ავრცელებს, რათა მხარი დაუჭიროს მობილიზაციას და იმედი მისცეს რუსებს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ქალაქ სოლედარის აღების შესახებ ცრუ განცხადებებს ავრცელებს, რათა მხარი დაუჭიროს მობილიზაციას და იმედი მისცეს რუსებს.

ზელენსკიმ, ტრადიციულ ვიდეომიმართვაში, ომში მხარდაჭერისთვის საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

"ტერორისტული სახელმწიფო და მისი პროპაგანდისტები ცდილობენ თავი მოგვაჩვენონ, თითქოს ჩვენი სოლედარის ზოგიერთი ნაწილი, ქალაქი რომელიც თითქმის მთლიანად განადგურებულია ოკუპანტების მიერ, რუსების ერთგვარ მიღწევას წარმოადგენს. ისინი ამას თავიანთ საზოგადოებას ისე წარუდგენენ, რომ მათ მხარი დაუჭირონ მობილიზაციას და აგრესიის მხარდამჭერებს იმედი მიეცეთ. თუმცა, ბრძოლა გრძელდება. დონეცკის მიმართულება ჯერ კიდევ დგას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ გაუჩერებლად, რათა გავაძლიეროთ უკრაინის თავდაცვა. ჩვენი პოტენციალი იზრდება და მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პარტნიორს, ვინ ჩვენ ამაში გვეხმარება," - განაცხადა ზელენსკიმ. 





დღის ამბები