19 მაისი 2024,   16:47
ვრცლად
აშშ-ში, მოძრაობა Black Lives Matter-ის დამფუძნებლის ბიძაშვილი პოლიციის მიერ დაკავების შემდეგ გარდაიცვალა

აშშ-ში, მოძრაობა "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია" დამფუძნებლის ბიძაშვილი, პოლიციის მიერ დაკავების შემდეგ გარდაიცვალა. 31 წლის კენან ანდერსონი, რომელიც მასწავლებელი იყო, სანტა მონიკას საავადმყოფოში დაიღუპა.

ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა სამართალდამცველებისა და დაკავებულის დაპირისპირების ამსახველი კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს როგორ ეხვეწება მიწაზე დაგდებული ანდერსონი არ მოკლან, როგორც ჯორჯ ფლოიდი.

პოლიციელები აცხადებენ, რომ ისინი ადგილზე ავტოსაგზაო ინციდენტის გამო გამოცხადდნენ, სადაც ანდერსონი შემთხვევის ადგილიდან სხვისი მანქანით მიმალვას ცდილობდა.

ანდერსონის გარდაცვალებამ აქტივისტების პროტესტი გამოიწვია, ისინი პოლიციის რეფორმას ითხოვენ.

"შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია" 2013 წელს დაფუძნდა, თუმცა მსოფლიოსათვის მოძრაობის საქმიანობა 3 წლის წინ მეტად გახდა ცნობილი, მაშინ ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა შტატებში მასშტაბური დემონსტრაციები გამოიწვია.

დღის ამბები