19 მაისი 2024,   18:44
ვრცლად
დივერსია თუ ტექნიკური გაუმართაობა - ლიეტუვისა და ლატვიის მაგისტრალური გაზსადენი აფეთქდა

დივერსია თუ ტექნიკური გაუმართაობა - ლიეტუვისა და ლატვიის მაგისტრალური გაზსადენი აფეთქდა.

შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთით, ლატვიის საზღვართან მოხდა. ცეცხლის ჩაქრობა რამდენიმე საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ მოხერხდა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ინციდენტის შემსწავლელი სპეციალისტები მილსადენის განზრახ დაზიანების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა მისი თქმით, უახლოეს დღეებში ყველა მიზეზი დაზუსტდება.

ლატვიის თავდაცვის მინისტრი კი დივერსიას არ გამორიცხავს და "ტვიტერზე" წერს, რომ ყველა დეტალს გამოიძიებენ. როგორც ცნობილია, აღნიშნული მილსადენით მეზობელი ლატვიაც მარაგდება.

დღის ამბები