19 მაისი 2024,   19:22
ვრცლად
იანვრის ბოლოს უკრაინისთვის 18 მლრდ ევროს დახმარების პირველი ტრანშის გაცემას დავიწყებთ, ვემზადებით უკრაინის რეკონსტრუქციისთვისაც - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროპული კომისიის პრეზიდენტმა და შვედეთის პრემიერ-ინისტრმა ულფ კრისტერსონმა ერთობლივ პრეს კონფერენციაზე, უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

უკრაინისთვის 19 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების პირველი ტრანშის გადაცემა იანვარშია დაგეგმილი - ამის შესახებ ურულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მან უკრაინის მხარდაჭერის და რეკონსტრუქციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

"10 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა სასტიკი ომი წამოიწყო უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ მათ ისევე მტკიცედ ვუჭერთ მხარს როგორც ომის დაწყების პირველ დღეებში და მხარს დავუჭერთ იმდენი ხანი, რამდენიც ეს საჭირო იქნება. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მზარდი ზეწოლა რუსეთზე. იანვრის ბოლოს უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარების პირველი ტრანშის გაცემას დავიწყებთ. ეს არის უდიდესი მაკროფინანსური მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც ევროკავშირს პარტნიორი ქვეყნისთვის მიუწოდებია. ჩვენ ასევე ვემზადებით უკრაინის რეკონსტრუქციისთვის. მნიშვნელოვანია უზრუნველვყოთ, რომ რეკონსტრუქცია მოიცავს რეფორმებსა და ინვესტიციებს, რადგან ეს გაუკვალავს გზას ევროკავშირის წევრობისკენ," - აცხადებს ურდსულა ფონ დერ ლაიენი.

დღის ამბები