19 მაისი 2024,   17:09
ვრცლად
რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა, მას ყველგან მოაქვს ნგრევა, სიკვდილი და ტანჯვა - ლიტვის პრეზიდენტი

ლიტვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედა განცხადებით, რუსეთი არის ტერორისტული სახელმწიფო და ცივილურმა სამყარომ არ უნდა დაივიწყოს და აპატიოს რუსეთს თავდასხმა მშვიდობიან მოქალაქეებზე.  

"რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა, მას ყველგან მოაქვს ნგრევა, სიკვდილი და ტანჯვა. სისასტიკეს, მასობრივ მკვლელობებს და თავდასხმებს საცხოვრებელ შენობებზე - როგორიც დნიპროშია, ჩვენ არასოდეს ვაპატიებთ და არ დავივიწყებთ,"-აცხადებს გიტანას ნაუსედა.

​ცნობისთვის: დნიპროში, საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა - დაშავებულია 73 ადამიანი.

დღის ამბები