19 მაისი 2024,   17:11
ვრცლად
რუსეთის ბრუტალურ ომს უკრაინაში პირდაპირი გავლენა აქვს მოლდოვაზე- მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტი მაია საუნდუ რუსეთის დნიპროზე სარაკეტო იერიშებსა და მოლდოვის ტერიტორიაზე რაკეტის ნამსხვრევის ჩამოვარდნას "ტვიტერის" პირად გვერდზე გამოეხმაურა.

როგორც მაია სანდუ წერს, რუსეთის ბრუტალურ ომს უკრაინაში პირდაპირი გავლენა აქვს მოლდოვაზე

"რუსეთის ბრუტალურ ომს უკრაინაში პირდაპირი გავლენა აქვს მოლდოვაზე. სასაზღვრო პოლიციამ მოლდოვის ჩრდილოეთით, სოფელ ლარგაში რაკეტის ნამსხვრევები იპოვა. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის დღევანდელ გაძლიერებულ თავდასხმას და გვერდში ვუდგავართ მათ, ვინც დნიპროში და მის ფარგლებს გარეთ საყვარელი ადამიანები დაკარგეს. მშვიდობამ უნდა დაისადგუროს." - წერს მოლდოვის პრეზიდენტი.

დღის ამბები