19 მაისი 2024,   16:48
ვრცლად
საპროტესტო აქციები ისრაელში - თელავივის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა

ისრაელში, მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა. თელავივის ქუჩებში გამოსული 80 ათასზე მეტი ადამიანი მთავრობის მიერ სასამართლო სისტემაში წარდგენილი ცვლილებების გასაპროტესტებლად შეიკრიბა.

აქცია მიმდინარეობდა იერუსალიმსა და ხაიფაშიც. ნეთანიაჰუს მთავრობის მიერ წარდგენილი ახალი გეგმის მიხედვით, პარლამენტს უფლებამოსილება ეზრდება.

კერძოდ, პარლამენტი უზენაესი სასამართლოს ზოგიერთი გადაწყვეტილების გაუქმების უფლებამოსილებით ისარგებლებს, ხოლო მთავრობას მოსამართლეთა დანიშვნის პროცესზე მეტი კონტროლი ექნება.

დღის ამბები