19 მაისი 2024,   19:22
ვრცლად
რა საიდუმლო დოკუმენტები იქნა ამოღებული ჯო ბაიდენის სახლიდან - მთავარმა პროკურორმა შემთხვევის გამოსაძიებლად სპეციალური პროკურორი დანიშნა

შეერთებული შტატების პრეზიდენტის კერძო სახლში, ვილმინგტონში, კიდევ 5 საიდუმლო დოკუმენტი აღმოაჩინეს. ფაილები თეთრი სახლის იურისტებმა იუსტიციის დეპარტამენტს უკვე გადასცეს.

დოკუმენტაცია, რომლის შინაარსიც უცნობია, სულ ექვსი გვერდია, ის ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროინდელია.

ბაიდენის სახლსა და ანალიტიკურ ცენტრში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენის ეს უკვე მესამე შემთხვევაა. მიმდინარეობს გამოძიება, მთავარმა პროკურორმა შემთხვევის გამოსაძიებლად სპეციალური პროკურორი დანიშნა.


დღის ამბები