19 მაისი 2024,   20:04
ვრცლად
რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს - დაშავებულებს შორის ორი ბავშვია

30-მდე გაიზარდა საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა დნიპროში. მძიმედ დაჭრილია 75-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 40 პირი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 44-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები. დაზიანებულია საბავშვო ბაღი და სკოლა.

7 ადამიანი დაშავდა ოკუპანტების მიერ ქალაქ ხერსონზე იერიშის შედეგად. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. გავრცელებული ინფორმაციით, ჭურვები სტუდენტური საცხოვრებელის მიმდებარედ ჩამოვარდა.

რუსულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ქალაქ ზაპოროჟიეს ცენტრზე. ვრცელდება ინფორმაცია 3 დაშავებულის შესახებ, მათ შორის ორი ბავშვია.

აფეთქებების ხმა ისმოდა გვიან ღამით ოკუპირებულ სევასტოპოლშიც; სხვადასხვა წყაროში გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის მიერ სოლედარის დაკავებასთან დაკავშირებით არ ადასტურებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. ანა მალიარი საზოგადოებას მოუწოდებს, საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ გენერალური შტაბისა და თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციას დაეყრდნონ. “სოლედარისთვის ბრძოლა გრძელდება” - აღნიშნავს მალიარი.

დღის ამბები