19 მაისი 2024,   18:45
ვრცლად
პუერტო-რიკოში 2 ნარკორეალიზატორი მოკლეს

პუერტო-რიკოში სროლის დროს ნარკოტიკების რეალიზაციაში ეჭვმიტანილი ორი პირი მოკლეს.

ინციდენტი ჩრდილოეთ სანაპიროსთან შუაღამისას მოხდა. საეჭვო ნავი სასაზღვრო დაცვამ შენიშნა და მათი დევნა დაიწყო, რასაც ეჭვმიტანილთა მხრიდან ცეცხლის გახსნა მოჰყვა.

საპასუხო სროლის დროს ადგილზე დაიღუპა ორი ადამიანი, დაკავებულია ოთხი. ოფიციალური ინფორმაციით, სამართალდამცველები არ დაშავებულან.

დღის ამბები