19 მაისი 2024,   18:55
ვრცლად
ტეხასში, ღამის კლუბში სროლას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 4 მძიმედ დაშავდა

ერთი ადამიანი დაიღუპა, 4 კი მძიმედ დაშავდა შეერთებულ შტატებში სროლის შედეგად. შემთხვევა ტეხასის შტატში, ჰიუსტონში მდებარე ერთ-ერთი კლუბის ტერიტორიაზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელმა 50-ზე მეტჯერ გაისროლა. პოლიცია ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

დღის ამბები