19 მაისი 2024,   18:19
ვრცლად
ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ ვარდება თვითმფრინავი ნეპალში

ნეპალში თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა - Yeti Airlines-ის კუთვნილი ხომალდის ბორტზე, რომელიც დედაქალაქ კატმანდუდან ტურისტულ ქალაქ პოხარაში მიფრინავდა, 72 ადამიანი იმყოფებოდა. მგზავრებს შორის 15 სხვა ქვეყნის მოქალაქე იყო, მათგან 5 ინდოელი, 4 რუსი 2 კორეელი. დაღუპულებს შორის არიან ირლანდიის, ავსტრალიის, არგენტინისა და საფრანგეთის მოქალაქეებიც. 

იმედი, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ რომელიმე მგზავრი, ან ეკიპაჟის წევრი ცოცხალი გადარჩა, აღარ არსებობს. 

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, როგორ განიცადა თვითმფრინავმა კატასტროფა. შემთხვევა აეროპორტიდან 1 კმ-ს მოშორებით მოხდა. მიზეზი, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის. ადგილზე 300-მდე მაშველი მუშაობს. 

ნეპალში დღეს გლოვის დღეა. 

დღის ამბები