19 მაისი 2024,   19:22
ვრცლად
ავღანეთში ყოფილი დეპუტატი, მურსალ ნაბიზადა მოკლეს

საკუთარ სახლში მოკლულია მურსალ ნაბიზადა - ავღანეთის ყოფილ დეპუტატთან ერთად, ნაპოვნია მისი დაცვის ერთ-ერთი წევრის ცხედარიც.

თავდასხმის შედეგად დაიჭრა ყოფილი პარლამენტარის ძმაც.

ქაბულის პოლიციაში ამბობენ, რომ დაცვის კიდევ ერთი წევრი შემთხვევის ადგილიდან ფულითა და ძვირფასეულობით მიიმალა.

ნაბიზადა პარლამენტის წევრად 2019 წელს აირჩიეს. ის ერთ-ერთი იყო იმ მცირერიცხოვან ავღანელ ქალ პარლამენტარებს შორის, რომლებიც ქაბულში 2021 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ დარჩნენ.

 

დღის ამბები