19 მაისი 2024,   18:57
ვრცლად
ოკუპანტებმა ბახმუტიდან 5 კილომეტრში მდებარე დასახლებაში სკოლა დაბომბეს

9-მდე გაიზარდა რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ზაპოროჟიეში. 4 დაშავებული ამ დრომდე საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის 2 ბავშვია.

მძიმე ბრძოლები გრძელდება დონეცკის ოლქში. ოკუპანტებმა ბახმუტიდან 5 კილომეტრში მდებარე დასახლებაში სკოლა დაბომბეს.

რუსულმა ძალებმა ავიაიერიშები მიიტანეს კრამატორსკზეც. ქუჩის ბრძოლები უწყვეტად მიმდინარეობს სოლედარში. 7-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები.
აფეთქებების ხმა ისმოდა ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებშიც.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

დღის ამბები