19 მაისი 2024,   18:44
ვრცლად
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო ინფორმაციის დადგენა იმ რუს სამხედროებზე, ვინც დნიპროზე დარტყმა დაგეგმა და განახორციელა - ზელენსკი

დნიპროში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვა იყო ამჯერადაც ვოლოდიმირ ზელენსკის ყოველდღიური ვიდეომიმართვის ერთ-ერთი მთავარი თემა. უკრაინის პრეზინდეტმა მომხდარს სამხედრო დანაშაული უწოდა და განაცხადა, რომ ყველა დამნაშავე პასუხს აგებს.

"უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკვე დაიწყო ინფორმაციის დადგენა იმ რუს სამხედროებზე, ვინც დნიპროზე დარტყმა დაგეგმა და განახორციელა. ეს თავდასხმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას ექვემდებარება. დნიპროზე მიტანილი სარაკეტო იერიში არის რუსეთის მორიგი მცდელობა, ხელში ჩაიგდოს ინიციატივა ომში.

ეს აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ დაჩქარდეს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება. ამ მიმართულებით კარგი მაგალითი გვაქვს დიდი ბრიტანეთისგან. გამოცხადდა თავდაცვის დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ზუსტად იმას, რაც ჩვენ გვჭირდება. ეს არის ტანკები, სხვა ჯავშანტექნიკა და არტილერია," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები