19 მაისი 2024,   18:18
ვრცლად
დნიპროში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები დასრულებულია - 45 დაღუპულს შორის ერთი 11 თვის ბავშვია

დნიპროში რამდენიმედღიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია.
საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო დარტყმის შედეგად 45 დაღუპულიდან ერთ-ერთი 11 თვის ბავშვია.

გასული დღის განმავლობაში ინტენსიურად იბომბებოდა დონეცკის ოლქი - ქალაქ კრამატორსკში განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

რუსულმა ძალებმა 37-ჯერ დაბომბეს სასაზღვრო დასახლებები სუმის ოლქში. ოკუპანტებმა ავიაიერიშები მიიტანეს ხარკივის ოლქის ქალაქ კუპიანსკზე. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ამ დროისთვის, არ ვრცელდება.

დღის ამბები