19 მაისი 2024,   20:04
ვრცლად
რუსეთმა დნიპროში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა უკრაინას დააკისრა

ქალაქ დნიპროში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა რუსეთმა უკრაინას დააკისრა. უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა კიევი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაში დაადანაშაულა.

ვასილი ნებენზიას თქმით, ენერგო-ობიექტისთვის ნასროლი რუსული რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, რომლის დანადგარიც, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევით იყო განთავსებული ქალაქის საცხოვრებელ რაიონში.

მისივე მტკიცებით, უკრაინის, როგორც სახელმწიფოს განადგურება რუსეთის მიზანი არასოდეს ყოფილა.

ნებენზიას ცინიკურ გამოსვლას უკრაინის წარმომადგენელის პასუხი მოჰყვა.

"სამწუხაროდ, აქ შეკრებილ ადამიანებს გვიწევს რუსეთის სისულელეების მოსმენა, თუმცა ეს ჩვენი, აქ შეკრებილი ადამიანების ვალდებულებაა. თუ რუსეთის ფედერაცია დაინტერესებული იყო უშიშროების საბჭოში ადამიანის უფლებებისა და რელიგიის თავისუფლების საკითხების განხილვით, უმჯობესი იქნებოდა, ამ მიმართულებით საუბარი ყოფილიყო ოკუპირებულ ყირიმში არსებულ ვითარებასა და უკრაინის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ შედგენილ მოხსენებაზე,  - განაცხადა უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში სერგეი კისლიციამ.

დღის ამბები