19 მაისი 2024,   19:33
ვრცლად
"ენით აუწერელი ტკივილია..." - ზელენსკი ბროვარიში მომხდარ ტრაგედიაზე

ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა, მან დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძმრა.

"დაშავდა 25 ადამიანი, მათგან 10 ბავშვია. ამ წუთის მონაცემებით, დაღუპულია 3 ბავშვი. ენით აუწერელი ტკივილია. ვერტმფრენი საბავშვო ბაღს დაეცა. ვუსამძიმრებ დაღუპულების ახლობლებს. დენისი, ევგენი, იური, შსს-ს გუნდი... უკრაინის ნამდვილი პატრიოტები, ნათელი ხსოვნა მათ," - თქვა ზელენსკიმ. 

მან, ასევე, დასძინა, რომ ტრაგედიის მიზეზის დადგენა ყველა შესაბამის უწყებას დაავალა. 

დღის ამბები