19 მაისი 2024,   18:00
ვრცლად
საფრენი აპარატის ტექნიკური გაუმართაობა თუ დივერსია - საგამოძიებო უწყებები ბროვარიში მომხდარი ტრაგედიის მიზეზის დადგენას ცდილობენ

საფრენი აპარატის ტექნიკური გაუმართაობა თუ დივერსია - ამ კითხვაზე პასუხი, ჯერ-ჯერობით, არ არსებობს, მაგრამ უკრაინის გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, მუშაობენ ყველა შესაძლო ვერსიაზე.

არ არის გამორიცხული, გამოძიება, სამართალდამცველებთან ერთად, სპეციალურმა სამთავრობო კომისიამაც აწარმოოს. მის ფორმირებასთან დაკავშირებით უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა.

უბედური შემთხვევა კიევში, ადგილობრივი დროით, დილის 9 საათზე მოხდა. "სუპერ-პუმას" ტიპის ვერტმფრენი ბროვარის რაიონში, საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა და აფეთქდა. ადგილზე დაიღუპა ბორტზე მყოფი ეკიპაჟი და რამდენიმე მგზავრი. მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი პირველი მოადგილე და სახელმწიფო მდივანი. როგორც ცნობილია, ისინი ერთ-ერთ ცხელ წერტილში საქმიანი მივლინებით მიემგზავრებოდნენ.

დაღუპულები არიან, ასევე, საბავშვო ბაღის აღსაზრდელები და მოქალაქები, რომლებიც იმ მომენტში ადგილზე იმყოფებოდნენ.

დღის ამბები