19 მაისი 2024,   16:48
ვრცლად
აშშ-ის დაზვერვის სააგენტოს დირექტორი უკრაინაში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სააგენტოს დირექტორი უკრაინაში ჩავიდა - ამის შესახებ "ვაშინგტონ პოსტი" წერს.

გამოცემის ინფორმაციით, უილიამ ბერნსი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, ომთან დაკავშირებით მან რუსეთის სამომავლო და სავარაუდო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

"ვაშინგტონ პოსტი" წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უილიამ ბერნსმა აღნიშნა, რომ რაღაც მომენტში უკრაინისთვის დახმარების გაწევა შესაძლოა გართულდეს. შეერთებული შტატების დაზვერვის დირექტორი უკრაინაში ბოლოს გასული წლის ოქტომბერში იმყოფებოდა.

დღის ამბები