19 მაისი 2024,   18:55
ვრცლად
ახალი სამხედრო დახმარება უკრაინას შეტევების განხორციელების საშუალებას მისცემს - ნატოს გენერალური მდივანი

ახალი სამხედრო დახმარება უკრაინას შეტევების განხორციელების საშუალებას მისცემს- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა "რამშტაინის" ფორმატში შეხვედრაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ახალი საბრძოლო ტექნიკა კიევს არა მხოლოდ კონტრშეტევის საშუალებას მისცემს, არამედ დაეხმარება ტერიტორიების დაბრუნებაში. 

"ეს მხარდაჭერა არა მხოლოდ საშუალებას მისცემს უკრაინელებს დაიცვან თავი ახალი რუსული შეტევებისგან, არამედ მათ საშუალებას მისცემს დაიწყონ საკუთარი შეტევითი მოქმედებები ტერიტორიის დასაბრუნებლად", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 

დღის ამბები