19 მაისი 2024,   20:21
ვრცლად
"დღეისთვის ბელარუსის მხრიდან სრულმასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციის, მისი რუსეთის მხარეს მონაწილეობის საფრთხე არ არის" - უკრაინის დაზრვერვის მაღალჩინოსანი

ბელარუსის მხრიდან თავდასხმის საფრთხის გამწვავება, რუსეთის ფსიქოლოგიური ზეწოლაა, - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა განაცხადა.

"კონცეპტუალურად, ბელარუსის მხრიდან პირდაპირი სამხედრო საფრთხის თემის გამწვავება, როგორც დაზვერვის მთავარი სამმართველო უკვე იუწყებოდა, არის რუსული საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაცია. რა თქმა უნდა, დიქტატორ ლუკაშენკოზე ყველაფერი ვიცით, ბელარუსის რეჟიმის შესახებ. თუმცა არის ობიექტური რაღაცები: დამრტყმელი დაჯგუფების რაოდენობა, ძალებისა და საშუალებების მზაობა და სხვა მომენტები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ დღეისთვის ბელარუსის მხრიდან სრულმასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციის, მისი რუსეთის მხარეს მონაწილეობის, საფრთხე არ არის," - თქვა ანდრეი იუსოვმა.

მისივე თქმით, ვითარების შეცვლის შემთხვევაში "შესაბამისი ინფორმაცია იქნება" და აღნიშნა, რომ ვითარების შეცვლის შემთხვევისთვის "უკრაინა მზად არის და ყველა სცენარი შემუშავებული აქვს".

"ცოტა ხნის წინ ვნახეთ, იგი [ლუკაშენკო] შეხვედრის დროს ლავროვს როგორ ასულელებდა, და ერთი მხრივ, უყვებოდა როგორ უყვარს პუტინი, შემდეგ კი უთხრა, რომ უკრაინის მხრიდან საფრთხეს ვერ ხედავს, და რომ უკრაინა უძლებს, ანუ დიქტატორ ლუკაშენკოს სუიციდალური ქმედებების ჩადენა არ სურს," - თქვა იუსოვმა.

დღის ამბები