19 მაისი 2024,   18:43
ვრცლად
თავდაცვის სამინისტროს "ზურგის ვირთხები" ომის დროს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილ საკვებზე უფრო მეტ ფულს შოულობენ, ვიდრე სამშვიდობო პერიოდში - ჟურნალისტი იური ნიკოლოვი

თავდაცვის სამინისტროს "ზურგის ვირთხები" ომის დროს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილ საკვებზე უფრო მეტ ფულს შოულობენ, ვიდრე სამშვიდობო პერიოდში, - ამ სათაურით ვებგვერდ ZN.UA-ზე ჟურნალისტ იური ნიკოლოვის სტატია გამოქვეყნდა.

როგორც ის წერს, მას წყაროებმა თავდაცვის სამინისტროს მიერ გაფორმებული შეთანხმება მიაწოდეს, რომელიც 6 ოლქში სამხედრო ნაწილებში ჯარისკაცების კვებას შეეხება.

როგორც ნიკოლოვი აღნიშნავს, 13.16 მილიარდი გრივნის ღირებულების შეთანხმება 23 დეკემბერს არის გაფორმებული. მას შედარებისთვის მოჰყავს ამავე რეგიონებში 2021 წელს ჯარისკაცების კვების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება, სადაც პროდუქტებზე ფასები განსხვავებულია.

"ყველაზე გაყიდვად პროდუქტებზე ფასები 2-3-ჯერ მეტია," - წერს ავტორი.

დღის ამბები