19 მაისი 2024,   19:58
ვრცლად
პერუში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებზე მსხვერპლის რაოდენობა 60-მდე გაიზარდა, მათ შორის არიან მოზარდებიც  

პერუში მსხვერპლის რაოდენობა 60-მდე გაიზარდა. ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებზე დაღუპულებს შორის არიან მოზარდებიც.

ამავე დროს პოლიციამ ლიმაში, სან მარკოსის ეროვნულ უნივერსიტეტში რეიდი ჩაატარა და 200 სტუდენტი დააკავა. ქვეყნის რამდენიმე რეგიონში მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც ჯარს უფლებას აძლევს, ჩაერიოს წესრიგის შესანარჩუნებლად გასატარებელ ღონისძიებებში. 

პერუს პრეზიდენტმა, დინა ბოლუარტემ დემონსტრანტები ვანდალიზმსა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში დაადანაშაულა.

მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ქვეყანაში გასული წლის ბოლოს პრეზიდენტ პედრო კასტილიოს გადაყენების და დაკავების შემდეგ დაიწყო.

დღის ამბები