19 მაისი 2024,   20:00
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის დაკავებას ეხმიანება

ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის დაკავებას გამოეხმაურა.​  

ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ეს ფაქტი "ყველასათვის - ვისი ქმედება თუ ქცევა სამართლიანობის პრინციპს არღვევს, უნდა იყოს სიგნალი, რომ ქვეყანა არასოდეს დაუბრუნდება მათ, ვინც მთელი ცხოვრება სკამის დევნაში გაატარა".

"უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მინისტრის მოადგილე ამხილა და თანამდებობიდან გაათავისუფლა. რა თქმა უნდა, ახლა მთავარი ყურადღება ომზე, თავდაცვაზე და საგარეო პოლიტიკაზეა გამახვილებული, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ვერ ვხედავ და არ მესმის რას ლაპარაკობენ ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები საზოგადოებაში, როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონალურ დონეზე.

ეს კვირა იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებების დრო, ყველაფერი სამართლიანად იქნება.

მადლობელი ვარ ჟურნალისტების, რომლებიც იკვლევენ ყველა ფაქტს და სრულ სურათს აყალიბებენ. თავისუფალი სამყარო ისე გაერთიანდა, როგორც ეს დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილა. ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობის შენარჩუნება," - აცხადებს ზელენსკი

შეგახსენებთ, ვასილ ლოზინსკი ქვეყნის დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის განკუთვნილი თანხების, 400 000 დოლარის მითვისების ბრალდებითაა დაკავებული.

დღის ამბები