19 მაისი 2024,   18:26
ვრცლად
ოკუპაციის 335-ე დღე უკრაინაში - რუსები საცხოვრებელ კორპუსებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას კვლავ ბომბავენ

ოკუპაციის 335-ე დღე უკრაინაში. რუსული ძალები ბახმუტისა და ავდეევკას ფრონტზე შეტევებს განაგრძობენ. სუმის ოლქში ესმანის დასახლებაში რუსული არტილერიის მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვისას დაიღუპა 1 და დაიჭრა 2 ადამიანი. სუმში, ასევე, დაიბომბა ქალაქ ვოროჟბას ცენტრი, შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც.

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში ბახმუტის სიახლოვეს, დასახლება დაბომბეს, შედეგად გარდაიცვალა 1 და დაიჭრა 2 ადამიანი. დაზიანდა 9 საცხოვრებელი, ასევე, ელექტროენერგიისა და გაზის გაყვანილობები.

რუსულმა ძალებმა ასევე, დაარტყეს, სოფელ ანტონივკას ხერსონის ოლქში, შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი. 

დღის ამბები