19 მაისი 2024,   18:26
ვრცლად
"ყველა თანამდებობის პირს, ვისაც ახლა დასვენება სურს, დაისვენებს სახელმწიფო სამსახურის გარეშე" - ზელენსკი

"ყველა თანამდებობის პირს, ვისაც ახლა დასხვენება სურს, დაისვენებს სახელმწიფო სამსახურის გარეშე" - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში. უკრაინის პრეზიდენტმა საჯარო მოხელეების მიერ საზღვრის გადაკვეთის განკარგულებებზე ისაუბრა, მან ასევე თქვა, რომ რუსეთის სასულიერო პირების წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

"დღეს ხელი მოვაწერე რამოდენიმე განკარგულებას. ეს არის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს პრინციპული გადაწყვეტილება თანამდებობის პირების საზღვარგარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით. ეს ეხება ცენტრალური ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა დონის ყველა თანამდებობის პირს, ყველას, ვინც უნდა მუშაობდეს სახელმწიფოსთვის და სახელმწიფოში. თუ სურთ ახლა დასვენება – დაისვენებენ სახელმწიფო სამსახურის მიღმა. საზღვარგარეთ დასასვენებლად ან სხვა არასახელმწიფო მიზნით გამგზავრებას თანამდებობის პირები ვეღარ შეძლებენ.

კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მივიღეთ, ეხება სანქციებს რუსეთის 22 მოქალაქის წინააღმდეგ, რომლებიც ვითომ სულიერების საფარის ქვეშ მხარს უჭერენ ტერორსა და გენოციდურ პოლიტიკას," - განაცხადა ზელენსკიმ. 

დღის ამბები