19 მაისი 2024,   18:26
ვრცლად
მემფისის პოლიციის ხელმძღვანელმა პოლიციის ის დეპარტამენტი გააუქმა, სადაც ტაირ ნიკოლსის მკვლელობაში ბრალდებული ხუთი სამართალდამცველი მუშაობდა

მემფისის პოლიციის ხელმძღვანელმა პოლიციის ის დეპარტამენტი გააუქმა, სადაც ტაირ ნიკოლსის მკვლელობაში ბრალდებული ხუთი სამართალდამცველი მუშაობდა. დეპარტამენტში 50 სამართალდამცველი იყო დასაქმებული და მათ მოვალეობას კრიმინალის დონის შემცირება წარმოადგენდა.

ტენესის შტატის გადაწყვეტილებით გასაჯაროვდა კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ ექცევიან სამართალდამცველები ტაირ ნიკოლსონს დაკავებისას, რომელიც წინააღმდეგობას არ უწევს. მიყენებული ტრავმების შედეგად დაკავებიდან რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა. ხუთივე სამართალდამცველს მეორე ხარისხის მკვლელობაში, ადამიანის გატაცებასა და უფლებამოსილების გადამეტებაში აქვთ ბრალი წარდგენილი.

დღის ამბები