19 მაისი 2024,   18:01
ვრცლად
ომის 342-ე დღე უკრაინაში - მძიმე ბრძოლები კვლავ გრძელდება

ომის 342-ე დღე უკრაინაში - მძიმე ბრძოლები კვლავ გრძელდება.

იბომბება ჩერნიგოვის რეგიონი. რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებზე.

ზაპოროჟიეს მიმართულებით რუსმა სამხედროებმა დანაღმული ველების შესამოწმებლად მშვიდობიანი მოქალაქეები გამოიყენეს. ინფორმაციას ომის ამ დანაშაულის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

რაც შეეხება უკრაინის სამხედრო დახმარებას, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ "ჩელენჯერ 2-ის" ტანკები უკრაინაში სავარაუდოდ ზაფხულამდე ჩავა.

ნორვეგია "ლეოპარდ 2-ის" ტანკების ნაწილს უკრაინაში სავარაუდოდ მარტში გაგზავნის.

ამერიკა კი "ბრედლის" 60-ზე მეტ საბრძოლო მანქანას გზავნის. ტვირთი უკვე გაგზავნილია. მოიერიშე თვითმფრინავებით დახმარებაზე კი ბაიდენმა უარი განაცხადა. თვითმფრინავებს საომარ ვითარებაში მყოფ ქვეყანას ამ ეტაპზე არც ემანუელ მაკრონი უგზავნის.

დღის ამბები