ოზურგეთში, საჯარო სკოლის დემონტაჟისას მუშა დაიღუპა. შემთხვევა ანასეულის უბანში მოხდა. 42 წლის მამაკაცი სახურავიდან ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. იგი გორის მუნიციპალიტეტიდან იყო. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით არის აღძრული.