03 მაისი 2024,   18:51
ვრცლად
მწერალ სალმან რუშდის ახალი რომანი "გამარჯვების ქალაქი" გამოქვეყნდება

მწერალ სალმან რუშდის ახალი რომანი "გამარჯვების ქალაქი" გამოქვეყნდება - წიგნს, დაახლოებით, 6 თვეში გამოუშვებენ,  მას შემდეგ, რაც ნიუ-იორკის შტატში მყოფ მწერალს თავის ლექციაზე მამაკაცმა რამდენიმე ჭრილობა დანით მიაყენა.

საზოგადოებამ თავდასხმა დაგმო და მას გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმა უწოდა.

თავდასხმის შედეგად 75 წლის რუშდიმ მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა, დაუზიანდა მარცხენა ხელი. მწერლის ნაშრომების გავრცელების შემდეგ რუშდის შექმოქმედება მუსულმანურმა სამყარომ წინასწარმეტყველ მუჰამედის შეურაცხყოფად მიიღო, ხოლო ირანის სულიერმა ლიდერმა აითოლა ჰომეინიმ რუშდი შეაჩვენა, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და მისი მოკვლისთვის ფულადი ჯილდოც დააწესა.

დღის ამბები