03 მაისი 2024,   18:41
ვრცლად
ბაკურიანი ისევ მსოფლიო ყურადღების ცენტრშია - საქართველოს მთებში მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდში, ფრისტაილსა და ფრისკიში გრძელდება

ბაკურიანი ისევ მსოფლიო ყურადღების ცენტრშია - საქართველოს მთებში მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდში, ფრისტაილსა და ფრისკიში გრძელდება. 

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი იოჰან ელიაში ბაკურიანს ეწვია, სადაც ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობას დაესწრო. მან დაათვალიერა ინფრასტრუქტურა, რომელიც სპეციალურად ჩემპიონატისთვის აშენდა. ელიაშმა მსოფლიო ჩემპიონატის მომზადების დონე და საორგანიზაციო კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს. 

ბაკურიანი 2023-ის ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ტარდება, რომელშიც 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი ასპარეზობს. მსოფლიო ჩემპიონატზე 7 სახეობაში 30 შეჯიბრი ჩატარდება. ჩემპიონატი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს, ორგანიზატორი კი - მთის ტრასების სააგენტო და საქართველოს სათხილამურო ფედერაციაა.

მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც საქართველო მასპინძლობს 5 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. 

 

დღის ამბები