17 მაისი 2024,   15:27
ვრცლად
"ვოლტის" კურიერების პროტესტი გრძელდება - კურიერები სამუშაო ტარიფის გაზრდას და მისამართების საძიებო სისტემის გაუმჯობესებას ითხოვენ

"ვოლტის" კურიერების პროტესტი ღირსეული ანაზღაურების მოთხოვნით გრძელდება. ისინი კომპანიისგან ამ დრომდე სამუშაო ტარიფის გაზრდას და მისამართების საძიებო სისტემის გაუმჯობესებას ითხოვენ.

კურიერების პროტესტს კომპანიაში წერილობით უპასუხებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ანაზღაურება არ შემცირებულა და ამ მიმართულებით კომპანია აგრძელებს მუშაობას.

რაც შეეხება მისამართების საძიებო სისტემას, ამბობენ, რომ გამოსწორების პროცესშია და სისტემა იტესტება. განცხადების მიხედვით, კომპანია მზად არის თანამშრომელთა მცირე ჯგუფს შეხვდეს, რადგან მიიჩნევენ, რომ კოლექტიური შეხვედრა შედეგს ვერ გამოიღებს.


დღის ამბები