13 მაისი 2024,   14:46
ვრცლად
შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის თქმით, ამერიკა უკრაინისთვის 400 მილიონის ღირებულების დახმარებას გამოყოფს

ომის 373-ე დღე უკრაინაში. ხარკოვის ოლქში ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის აფეთქების შედეგად ოთხი მოქალაქე დაიღუპა, დაბომბვას კი კიდევ ერთი ქალის სიცოცხლე შეეწირა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 177 დარტყმა განხორციელდა სუმის ოლქზე. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ზუსტდება, დაიბომბა ნიკოპოლის ოლქის 4 დასახლებაც.

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თქმით, ბახმუტში რუსები უკრაინელებზე 7-ჯერ მეტ ცოცხალ ძალას კარგავენ. სამხედროები აღიარებენ, რომ ბახმუტიდან გასვლა ერთ-ერთი ვარიანტია, მაგრამ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. პენტაგონმა ბახმუტისთვის ბრძოლას ინტენსიური უწოდა, ხოლო სიტუაციას ამ დასახლებაში "ცვალებადი"

შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის თქმით, ამერიკა უკრაინისთვის 400 მილიონის ღირებულების დახმარებას გამოყოფს.

დღის ამბები