17 მაისი 2024,   15:27
ვრცლად
სასექსის ჰერცოგს და ჰერცოგინიას სამეფო ოჯახმა ფროგ-მორის კოტეჯი ჩამოართვა

სასექსის ჰერცოგს და ჰერცოგინიას სამეფო ოჯახმა ფროგ-მორის კოტეჯი ჩამოართვა. პრინცი ჰარის და მეგან მარკლის სპიკერის განცხადებით, უინძორის ციხესთან მდებარე მე-17 საუკუნის აგარაკზე წყვილმა უარი თავად განაცხადა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი ქონების ჩამორთმევის გადაწყვეტილება მეფე ჩარლზ მესამემ მას შემდეგ მიიღო, რაც პრინცი ჰარის ავტო ბიოგრაფიული წიგნიდან, სამეფო ოჯახთან დაკავშირებული სკანდალური დეტალების შესახებ ბრიტანულ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა.


 

დღის ამბები