13 მაისი 2024,   23:27
ვრცლად
"ყველა ნაბიჯი, რომელსაც ჩინეთი რუსეთისკენ გადადგამს, უფრო ართულებს ჩინეთის ურთიერთობას ევროპასა და სხვა ქვეყნებთან" - თეთრი სახლის პრესმდივანი

ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქრობენ, რომ ჩინეთი ჯერ კიდევ განიხილავს რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების საკითხს - ამის შესახებ ინფორმაციას შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ავრცელებს.

ჯონ კირბის თქმით, ჯერჯერობით ნიშნები არ არსებობს, რომელიც დაადასტურებს, რომ ჩინეთმა ლეტალური შეიარაღების მიწოდების საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

ჩინეთთან კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას თეთრი სახლის პრეს სპიკერი და აღნიშნავს, რომ შტატებმა ჩინელ დიპლომატებთან საკუთარი პოზიცია ნათლად დააფიქსირა.

"ჩვენ ჯერ არ გვინახავს, რომ ჩინეთს რაიმე კონკრეტული ნაბიჯები გადაედგა ლეტალური იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით. რუსეთის ომმა უკრაინაში ჩინეთი რთულ ვითარებაში ჩააყენა. ყველა ნაბიჯი, რომელსაც ჩინეთი რუსეთისკენ გადადგამს, უფრო ართულებს ჩინეთის ურთიერთობას ევროპასა და სხვა ქვეყნებთან. მსურს აღვნიშნო რომ ენტონი ბლინკენი ჩინელ დიპლომატებს შეხვდა და მათ ძალიან მკაფიო საუბარი ჰქონდათ. კომუნიკაციის ღია ხაზის შენარჩუნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია," – ამბობს თეთრი სახლის პრესმდივანი, კარინ ჟან-პიერი. 

დღის ამბები