13 მაისი 2024,   14:21
ვრცლად
ეგეოსის ზღვაში, ნავის ჩაძირვის შედეგად 5 მიგრანტი დაიღუპა

ეგეოსის ზღვაში, ნავის ჩაძირვის შედეგად, 5 მიგრანტი დაიღუპა. თურქმა მაშველებმა, 11 მგზავრის გადარჩენა მოახერხეს.

საბერძნეთის ინფორმაციით, კი ბერძენმა მაშველებმა ახლომდებარე კუნძულზე, იმავე ნავის კიდევ 5 მგზავრი იპოვეს.

გადარჩენილთა ინფორმაციით, ნავზე 31 ადამიანი იმყოფებოდა. საბერძნეთისა და თურქეთის მაშველები სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს განაგრძობენ.

დღის ამბები